17 დეკემბერს, ბარბარობას, რესტორანმა „განდაგანა“ ნატო გელაშვილსა და მის ვაჟებს, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს უმასპინძლა. საღამომ ანშლაგით ჩაიარა და რასაკვირველია, იმ ჰიტებით, რომლითაც ნატო გელაშვილი მსმენელმა შეიყვარა – ამჯერად ის უკვე თავის ვაჟებთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე, რომელმაც ოჯახის მიმართ თბილი ემოციები და აპლოდისმენტები არ დაიშურა.