ლისეუს საოპერო თეატრში შოსტაკოვიჩის „მაკბეტი“-ის პრემიერა გაიმართა, რომელშიც მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ მიიღო მონაწილეობა.
„თქვენ ჩვენი ლეგენდა ხართ!“ – ამ სიტყვებით მიმართა პაატა ბურჭულაძეს ბარსელონას საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვიქტორიო გარსია დე გომარმა. პრემიერის შესახებ პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე წერს და სპექტაკლიდან ვიდეო და ფოტოკადრებს გვიზიარებს.
„ისე ათრიეს ვნებებმა შოსტაკოვიჩის „მაკბეტის” მთავარი გმირი და იმდენი მკვლელობა ჩაადენინეს, მიხაროდა რომ სპექტაკლი იყო და არა სინამდვილე :))) ჩემ გვერდით მშვენიერი ესპანელი ქალი იჯდა და კაცზე ასე გაგიჟება ყველა ასაკში რა საშიშიაო, გამიზიარა. სცენა წყლით იყო დაფარული, თუმცა ფინალი შეცვლილი, ბოლო მკვლელობა სისხლიანი დანით ჩაიდინა კატერინამ. წყალი ალბათ, ჩეხოვის თოფის ფუნქციით დატვირთა რეჟისორმა Alex Olle, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ასეთი ვნებების მორევში ყველას დახრჩობა ეწერა. მოკლედ ძალიან შთამბეჭდავი დადგმა ვიხილეთ, რომლის ავტორი ალექსიც გავიცანი. ვიფიქრე, ცხოვრებაშიც დაუნდობელი იქნებოდა ქალების მიმართ და არა, ფოტოსთვის განათება დავუწუნე და მაგაზე გაწყენინებო? იქვე მაგიდის ბრას დაავლო ხელი და მომანათა :)) პრემიერის შემდეგ თეატრის ვერანდაზე არტისტებისთვის მიღება გაიმართა, ყველას მადლობა გადაუხადეს, განსაკუთრებული მადლიერება კი პაატას, შენ ჩვენი ლეგენდა ხარო… 2025-ის 12 თებერვალს 70 წელი უსრულდება და იმედია, მსოფლიო ლეგენდას საკუთარი სამშობლო იუბილეს აღუნიშნავს ღირსეულად…“