ქსელში საკმაოდ სერიოზული ავტო ავარიის ფოტოები გავრცელდა, შემთხვევა ნიდერლანდებში მოხდა. კადრებში აღბეჭდილია წითელი ფერის Ferrari Enzo, რომლის მძღოლმაც მართვის სადავეები დაკარგა და ხეს დაეჯახა. დარტყმის შედეგად, 3 მილიონ დოლარად შეფასებულმა ავტომობილმა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო.
დამტვრეული სუპერქარი Ferrari-ს ადგილობრივი ავტოსალონის საკუთრებაა. ავარიის დროს საჭესთან სადილერო ცენტრის მექანიკოსი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილის მართვას ვერ გაუმკლავდა. დაბალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ნისლმა გზის ხილვადობა გააფუჭა და მძღოლი ხეს დაეჯახა.