ფრანგმა მუსიკოსებმა ტბის შუაგულიდან კონცერტი გამართეს. იმისათვის რომ უსაფრთხო დისტანცია დაეცვათ, ცნობილმა მომღერალმა ეველინ ზუმ და პიანისტმა სესილ უოტერმა კონცერტი ტბის შუაგულიდან გამართეს. მაყურებლები ახლო-მახლოს განლაგებული სოფლების მაცხოვრებლები იყვნენ.
ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ მუსიკოსებმა გადაწყვიტეს ტბის კონცერტებისთვის სერიული სახე მიეცათ. ტბის სიახლოვეს მე-18 საუკუნის სასახლე მდებარეობს და სცენამდე მისაღწევად შემსრულებლებს ნავით ცურვა უწევთ ხოლმე.
სანამ სესეილი როიალზე უკრავს, ეველინი ცურვას აგრძელებს.