რა ფრაზებით უნდა მივმართოთ პატარებს? – ბავშვების აღზრდის და მათთან ურთიერთობის მეთოდებზე ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა, პაატა ამონაშვილმა.
„ბავშვთან ურთიერთობისას შედეგის იღება არა მხოლოდ შეშინებით შეიძლება, არამედ სწრაფი შედეგის მიღება სიყვარულითაც შეიძლება.
ბავშვებს მაგალითად სიტყვით ვეტყვით „მიყვარხარ“, „მადლობელი ვარ“ „მოდი ჩაგეხუტო“ და ამით მადლიერების განცდას გავაღვივებთ მათში.
შემდეგ მიმღებლობას გამოვავლენთ.
ანუ სამი წესია – „მიყვარხარ, მადლიერება და მესმის შენი თავიდან ბოლომდე, მაგრამ რეალობაც გაგვაჩნია“ – დროის მხრივ ეს იმავე დროს იკავებს, რასაც დაშინება“, – ამბობს პაატა ამონაშვილი.
🟢 "მიყვარხარ, მადლობელი ვარ, მესმის შენი" – ფრაზები, რომლებიც ბავშვებს უნდა ვუთხრათ🟢 მიყვარხარ, მადლობელი ვარ, მესმის შენი – ფრაზები, რომლებიც ბავშვებს უნდა ვუთხრათ
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025