მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია არაჩვეულებრივი დუეტებით მსმენელს ანებრივრებენ და ექსპრომტად ჩაწერილ ვიდეოებს ხშირად უზიარებენ.
ნუცა თოფურიამ ამჯერად მორიგი ვიდეო გაავრცელა – ნუცა და მარიამი, რომლებიც კოლეგებთან ერთად, არაჩვეულებრივი მეგობრებიც არიან, შეუდარებლად მღერიან ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან სიმღერას – „ჩუმად ნათქვამი“.
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს. ვიდეოს შესახებ წერს ბლოგერი გურამ შეროზიაც:
„გოგო რომ ასე ლამაზად და ემოციურად მღერის, ხომ კარგია, როცა ერთის ნაცვლად ორია – მთლად უკეთესი, ნიჭიერებთან ერთად ასეთი ლამაზები რომ არიან – ეს კიდევ უფრო კარგი და თან თუ ორივე მეგრელიაააა – ეს საერთოდ ფუურორი!“ – წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.