LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაასეირნეთ ბავშვები დისნეილენდში – ოღონდ ვირტუალურად

257
disneynewsssss

„სოციალური დისტანცია“ და „თვითიზოლაცია“ 2020 წლის ყველაზე აქტუალური ფრაზებია. შექმნილ ვითარებში სახლში ყოფნა ერთადერთი გამოსავალია და ყველაზე რთულად ამ პირობებს ალბათ, ბავშვები ეგუებიან.

დისნეილენდის პარკები მთელ მსოფლიოში დაიხურა, თუმცა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ონლაინ–ტურები მოაწყოს. ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა სრულებით უფასოა და ამ სერვისს Youtube-ი ყველა მსურველს სთავაზობს. მშობლებს შეუძლიათ პატარებს პარკი დაათვალიერებინონ და მეტიც, ატრაქციონებიც გამოსცადონ.

ბავშვებს შეუძლიათ მიკი მაუსის, პრინცესების თუ ჰარი პოტერის სამყარო საკუთარი თვალით ნახონ და თითოეულ სივრცეში იმდენი დრო გაატარონ რამდენიც გაუხარდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები