თამუნა იარაჯული საზოგადოებას მიმართავს და შვილის გადარჩენისთვის ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.
როგორც თამუნა იარაჯული აღნიშნავს, გაბრიელს ბიოფსიასთან ერთად დამატებით კვლევები ესაჭიროება, რათა ექიმებმა დიაგნოზის სრულად დადგენა შეძლონ.
„ჩავედით! შევძელით.
გევედრებით, ისევ თქვენი თანადგომა გვჭირდება, ურთულესი მდგომარეობა აქვს გაბის!
პირველ რიგში ყველას უდიდესი მადლობა ხალხო🙏
დღეს ვიყავით კლინიკაში და დაენიშნა დამატებითი კვლევები ბიოფსიასთან ერთად, რაც არ გვქონდა გათვალისწინებული. ესაა ფართო კვლევები, რომლის გარეშეც ექიმებმა ამიხსნეს რომ ვერ დადგება დიაგნოზის სრული დადგენა!
გევედრებით ხალხო, ვიცი რომ ძალიან მძიმე დღეში ხართ თქვენ, ვიცი რომ დაგღალეთ უკვე, მაგრამ მე ეხლა არ მაქვს უფლება არც დაღლის და არც უკან დახევის! ვერ მივატოვებ ჩემს შვილს!
ეხლა რომ მე ისეც ვერ გავიდე საბოლოო დიაგნოზამდე და ვერ დავუწყო სწორი მკურნალობა მეღუპება ჩემი სიმწრით აქამდე მოყვანილი ნატანჯი შვილი!
გთხოვთ, ძალიან მჭირდება დიაგნოზის გაგება, წლებია წამებაშია ბავშვი! მიშველეთ რომ შვილი გადავარჩინო🙏“, – წერს თამუნა იარაჯული.
საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)
#GE33BG0000000101172380
თიბისი ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული (დედა)
#GE51TB7475345063300022
PayPal: @Tiarajuli
https://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US
															