LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გადადებულ კონცერტებზე მიმძიმს საუბარი, ამდენი ნაცემი ადამიანი, ამდენი პატიმარი… მუსიკოსების და მომღერლების ერთადერთი შემოსავალი კონცერტია, ძალიან ბევრი მომღერალი ახალ წელს ელოდებოდა…“ – კახი მამულაშვილი

188
კახი მამულაშვილი

„მუსიკოსების და მომღერლების ერთადერთი შემოსავალი კონცერტია, ძალიან ბევრი მომღერალი ახალ წელს ელოდებოდა…“ – ამის შესახებ პროდიუსერმა, კახი მამულაშვილმა განაცხადა.

ვიდეო: „რაც ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ შემოიტანა, საერთოდ არ მიმღერია, მარტის მერე 5 თვეა, განწყობა მქონდა რომ არ მემღერება და რა ვქნა“ – ნოდიკო ტატიშვილი

როგორც მამულაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „შუადღე“ განმარტა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, უარყოფითად აისახა შოუბიზნესის სფეროზე. მან მუსიკოსების პროფესიაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მუსიკოსებისა და მომღერლების ერთადერთი შემოსავალი კონცერტია:

„ზოგადად შოუბიზნესზე და გადადებულ კონცერტებზე მიმძიმს საუბარი, როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, ამდენი ნაცემი ადამიანი, ამდენი პატიმარი. ჩვენი პროფესია მაინც ყველაზე დაუფასებლად ითვლება, ეს მთლიანად ადამიანის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული და როდესაც კეთილგანწყობაზეა საუბარი დღეს კონცერტის ჩატარება რა ვიცი… ჩვენ დეკემბრის დასაწყისიდან გადავდეთ კონცერტები“ – განაცხადა მამულაშვილმა.

გიორგი სუხიტაშვილი: 100 000-ზე მეტი ადამიანი რომ ძალდატანების გარეშეა მოსული ცეკვავს, მღერის და რამდენიმე მეტრში საახალწლო საზეიმო სივრცეებია მოწყობილი, რომელზედაც ამ სივრცეების მომწყობებიც არ არიან ეგ არაფერს არ გეუბნებათ?

ვიდეო: „რამდენ ხანს უნდა გაიფიცონ მარტო მომღერლები და მსახიობები? თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა, სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ?“ – გიორგი უშიკიშვილი

ვიდეო: „არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი“ – მაია ბარათაშვილი

"ძალიან ბევრი მომღერალი ახალ წელს ელოდებოდა" – კახა მამულაშვილი

"მუსიკოსები და მომღერლების ერთადერთი შემოსავალი კონცერტია. ძალიან ბევრი მომღერალი ახალ წელს ელოდებოდა" – კახა მამულაშვილი

Posted by შუადღე Live • Shuadge Live on შაბათი, 21 დეკემბერი, 2024
magti 5g