პოლიციამ აქციიდან მომავალი თსუ-ის ლექტორი გიორგი წოწკოლაური და სანდრო ლიპარტელიანი დააკავა.
დაკავების კადრები გიორგი წოწკოლაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი ცნობით, დაკავება სპორტის სასახლესთან მოხდა.
„გაგვაჩერეს სპორტის სასახლესთან და გადავყავართ ქალაქის სამმართველოში. ოღონდ არ გვეუბნებიან რა მიზნით ხდება“, – ამბობს ლექტორი.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.