LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით 85 წლის ყოფილი მასწავლებელი, რომელიც ბოსტანსა და ბოსელში მუშაობს: „წიგნები ძალიან მიყვარს და კითხვის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებ…“

125
0d8c49a6-2f3a-4b43-a8a6-4ba2c5209aa5

„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვაცნობს 85 წლის ყოფილ მასწავლებელს, ცისანა იაკობიძეს.

„დილის ექვსი საათიდან ფეხზე ვარ, საღამოს ათ საათამდე. მე თვითონ არ შემიძლია, რომ ეს ჩემი ენერგია არ მოვახმარო ოჯახს. ამ ენერგიას მაძლევს ჯერ პასუხისმგებლობა, ამასთან ერთად მიწევს გონებრივი მუშაობა, ფიზიკური სამუშაო კი, რაც შეეხება ბოსელსა და ბოსტანს, ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა…

სკოლაში მუშაობა, ერთი შეხედვით, სხვისთვის მარტივი იყოს, მაგრამ თუ ბავშვის ბედზე ფიქრობ, რთულია მათთან მუშაობა. ჩემი განვლილი ცხოვრებით არ ვარ უკმაყოფილო, ჩემი ბავშვები მეხმიანებიან, რომ გეტყვის სიტყვებს, საყვარელო მასწავლებელოო, ეს გულზე კიდევ სხვანაირად გხვდება.

წიგნები ძალიან მიყვარს და კითხვის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებ. ჩემი საყვარელი მწერალია ვიქტორ ჰიუგო და მისი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი… წიგნი სულის სიმშვიდეა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g