LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით ლია ჩაკვეტაძე, რომელმაც სიყვარული 55 წლის ასაკში იპოვა, მართვის მოწმობა კი 65 წლისამ აიღო: „განვლილ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი…“

1168
6c82164b-0970-4c69-b72f-341b3fbdaa70

„შუადღე“ გვაცნობს ლია ჩაკვეტაძეს, რომელმაც 55 წლის ასაკში იპოვა სიყვარული, თუმცა მისი მეორე ნახევარი მოულოდნელად გარდაიცვალა… ქალბატონმა ლიამ 65 წლის ასაკში მართვის მოწმობა აიღო, დადის ფიტნესდარბაზში, აუზზე და აქტიური ცხოვრების წესს მისდევს.

ლია ჩაკვეტაძე:

„განვლილ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, გვიან მომივიდა ბედი, მაგრამ ისევ იმ ექვს-შვიდ წელს ავირჩევდი, რაც მე იმ ადამიანთან ვიყავი. მეორე მისი მსგავსი არ დაიბადება, სულ ფიქრობდა, რით გავეხარებინე ცხოვრებაში… ვატყობ, რომ უკეთესობაა, სიმჩატე, დილას რომ შემოვდივარ ვარჯიშზე, ხანდახან მეზარება ხოლმე წამოსვლა, მაგრამ თავს ვაძალებ… მსიამოვნებს ჰაერი, ვარჯიში. ვცდილობ, არც ერთი დღე არ გავაცდინო, რომ ვიყო ფორმაში. ახალგაზრდებს ვეტყოდი, თავისი ცხოვრება გაატარონ აქტიურად“, აღნიშნავს ლია ჩაკვეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g