ნანუკა ჟორჟოლიანი გვაცნობს ქართველ ბიჭს, მირო ვანაძეს, რომელიც უკრაინაში ხალხს პურით უსასყიდლოდ უმასპინძლდება.
როგორც თავად აღნიშნავს ტელეინტერვიუში:
„დილის რვა საათიდან ვარ საცხობში, მეგობრებთან ერთად, პურს ვაცხობთ და ვურიგებთ ხალხს, ვანაწილებთ მათთან, ვინც სახლიდან ვერ გამოდის. ვისაც არ ეშინია მოსვლა, ადგილზე ვურიგებთ. ვიდეოებს ვავრცელებთ სოციალურ ქსელებში, რადგან როგორც იტყვიან, სიკეთე გადამდებია. ჩვენ ვართ 4-5- კაცი… რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. თავიდან მშობლები მირეკავდნენ, მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ პოლონეთში შემეძლო გამგზავრება. ჩავალაგე ბარგი, მაგრამ არ წავედი. კიბეებზე რომ ჩავდიოდი. ჩავირბინე და ამოვირბინე… დღესაც ეიფორიაში ვარ… მეზობლის ბავშვები, ქალები ტიროდნენ. ისეთი სიტუაცია იყო და ჩემზე ისე იმოქმედა, შევტრიალდი, ჩანთა დავტოვე და პირველი, რა აზრიც მომივიდა, ქართველი ბიჭს შევუთანხმდი, რომელიც კაფეებს ფლობს და საცხობს… კიევში პურის ყიდვა შეუძლებელია. ვთხოვე, შეიძლება პროდუქტი მოვიტანო და პური გამოვაცხო, მინდა, მეზობლებს დავურიგო-მეთქი…“