LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით წყვილი, რომელიც 55 წელია ხელჩაკიდებული დადის – „შვილი დაგვეღუპა, ტრაგედიის შემდეგ უფრო დავახლოვდით, უერთმანეთოდ არსად დავდივართ, არასდროს გვიჩხუბია“

287
ნუგზარ ბუაჩიძე

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცე ხელჩაკიდებული ასაკოვანი წყვილის კადრებმა მოიცვა – ვიდეო თბილისის მეტროშია გადაღებული, წყვილი კი 83 წლის ნუგზარ ბუაჩიძე და 78 წლის მაგული ბუაჩიძე.

საკუთარი ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავს წყვილი ჰყვება „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

როგორც აღმოჩნდა, ისინი 55 წელია ხელჩაკიდებულები დადიან და ერთმანეთის გარეშე არასდროს უნახავთ.

„55 წელია ერთად ვართ, ჩვენი სიყვარული არ ნელდება. სადაც უნდა ვიყოთ, უერთმანეთოდ არსად დავდივართ. არასდროს არ გვიჩხუბია.

ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როცა ჩვენს წინა ცხოვრებას გაიხსენებს და ცუდ ხასიათზე დადგება, ლაპარაკს მაშინ ვუმატებ ხოლმე, რომ გავართო, ვტაცებ ხელს, ჩამყავს ეზოში და გავდივართ ქუჩაში.

ვერ გავითვალისწინე, რომ საშინელი სიცივე იყო, გზაში შესცივდა, შევიყვანე მაღაზიაში და მაშინვე ვუყიდე მოსაცმელი…

ერთმანეთის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მოხუცებულობაში ერთმანეთთან ახლოს ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს.

ორი ვაჟი გვყავდა. ჩვენთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენი შვილის გარდაცვალება. უმცროსი შვილი დაიღუპა. ჩვენთვის ყოველგვარი ბედნიერება შეწყდა, მაგულის სიმღერის თავი აღარ ჰქონდა… ამ ტრაგედიის შემდეგ მე და მაგული უფრო დავახლოვდით. გვყავს ორი შვილიშვილი.

ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ადამიანებმა სიყვარულით, ურთიერთგაგებით და ურთიერთდათმობით უნდა ვიცხოვროთ.

ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ვაკეთოთ. ჩვენი ჭირი და ლხინი ერთი და იგივე იყო და აქამდე მოვედით“, – აღნიშნავენ ნუგზარი და მაგული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g