გამარჯობა! მე ვარ აფხაზი, თუ თვლი რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე, – აფხაზმა ბლოგერმა, დაურ ბუავამ რუსთაველის გამზირზე სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.
„მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ექცევიან სინამდვილეში აფხაზებს საქართველოში.
ცოცხალი სტატისტიკა, ნამდვილი ემოციები და უდიდესი ენერგიის მუხტი სოციალური ექსპერიმენტის შემდეგ.
მსოფლიოს მშვიდობა,“ – წერს ბლოგერი დაურ ბუავა.