კონცეპტ-არტის დამფუძნებელი, პროდიუსერი თეო ჯორბენაძე სოციალურ ქსელში გიორგი გიგაშვილის საოცარ გამოსვლას გვიზიარებს, რომელიც პიანისტმა ევროპაში გამართული კონცერტის დროს შეასრულა.
როგორც თეო ჯორბენაძე წერს, გიორგი გიგაშვილი სცენაზე გამოსვლისთანავე პირველივე ნოტით აჯადოებს მაყურებელს.
თეო ჯორბენაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც აღნიშნული საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და მთავარი მადლობა ეკუთვნის მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც „ბათქაშებიან და ცოტა საშიშ „მოჭერილ“ ხედვებს გაუძლო და გიორგის თავისუფლების გზა გაკვალა მუსიკაში“.
„ვუსმენდი გიორგის ევროპული ტურის კონცერტს არაჩვეულებრივი მუსიკოსისა და პიროვნების, ფრანსუა ლელუს დირიჟორობით და ვფიქრობდი, როგორ გაუმართლა ჩვენს ქვეყანას რომ ახალი თაობის ამ რანგის არტისტი ჰყავს. გამოდის სცენაზე და პირველივე ნოტით აჯადოებს მაყურებელს, ფინალისკენ კი კარგად ნაცნობი კლასიკა ისე გადაჰყავს კარგად ნაცნობ ჯაზში და მერე ამ ძალიან საინტერესო მუსიკალურ ფაქტურაში უცებ ისე შემოჰყავს ქართული ციტატები, იმდენად ორგანულად, რომ საკმაოდ კონსერვატორ გერმანელ მსმენელს ბოლოს ოვაცია და შეძახილები აღარ ჰყოფნის და ფეხების ბრახუნით გამოხატავს ემოციას. ასე მაშინ ხდება, როცა სათქმელი გაქვს, როცა რაღაც მნიშვნელოვანს უზიარებ შენს მსმენელს. Giorgi Gigashvili • გიორგი გიგაშვილი
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ საღამოსთვის და უდიდესი ქართული საქმისთვის ლიზა ბათიაშვილს Lisa Leleux და მაესტრო ნიკოლოზს, რომელმაც ბათქაშებიან და ცოტა საშიშ „მოჭერილ“ ხედვებს გაუძლო და თავისუფლების გზა გაკვალა მუსიკაში Nikoloz Rachveli “, – წერს თეო ჯორბენაძე.
