კომპანია audi-მ გადაწყვიტა ელექტროქარები შვედეთის ჩრდილოეთში თოვლსა და ყინვაში გამოეცადა. კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლში განახლებული e-tron S Sportback-იც გამოჩნდა და სხვა საცდელი მოდელებისგან ის კამუფლაჟით გამოირჩევა. კამუფლაჟის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ელექტრონული კროსოვერის დიზაინი დიდად არ შეცვლილა და მხოლოდ მცირე დეტალები განახლდა.
Audi e-Tron ბაზარზე 2018 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და როგორც ჩანს, გეგმური განახლების დროც დადგა.
ფოტოებში ჩანს, რომ ცვლილებები შეეხო როგორც წინა ასევე უკანა ბამპერს, ასევე რადიატორის ბადეს. სავარაუდოდ, საინტერესო სიახლეები იქნება ტექნიკურ ნაწილშიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით ელექტროქარი გაზრდილი სიმძლავრის ელემენტს მიიღებს, რაც მის სვლის მარაგზე დადებითაც აისახება.