LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „განუმეორებელი და ოქროსხმიანი ხარ! ბრავო მაესტრო! საოცრად ლამაზი კლიპი და სიმღერაა “ – აჩიკო ბერიძის სიმღერა ბათუმს და ახალი კლიპის პრემიერა

899
აჩიკო ბერიძე

მომღერალმა, ანსამბლ „ალილოს“ წევრმა აჩიკო ბერიძემ კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის სიმღერაზე „ბათუმი რად ღირს მარტო“, ვიდეოკლიპი გადაიღო.

კლიპის პრემიერა შედგა გადაცემაში „პრაიმშოუ“. აჩიკო ბერიძე ახალი მუსიკალური რგოლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის:

„ჩემი ახალი კლიპი – „სიმღერა ბათუმზე“.

კომპოზიტორი: ნუნუ დუღაშვილი.

ლექსი: ჯემალ ქათამაძე.

რეჟისორი და იდეის ავტორი ჩემი მეგობარი ზვიად სირაბიძე.

ოპერატორი: გიორგი შკუბულიანი.

განსაკუთრებული მადლობა ანა შამილაძეს“, – წერს აჩიკო ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ მომღერალს შესანიშნავ აკომპანემენტს უწევს შეუდარებელი პიანისტი დავით მაზანაშვილი. კლიპი ბათუმის ქუჩებსა და შავი ზღვის სანაპიროზეა გადაღებულია.

„საოცრად ლამაზი კლიპი და სიმღერაა“, „კიდევ ერთი ულამაზესი სიმღერა ჩვენ ბათუმზე“, „ოქროსხმიანი აჩიკო“, „განუმეორებელი ხარ“, „ბრავო მაესტრო“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში.

ჩემი ახალი კლიპი – “სიმღერა ბათუმზე” 🌴🌞💜 კომპ: ნუნუ დუღაშვილი 🎼 ლექსი: ჯემალ ქათამაძე 🖌️ რეჟისორი და იდეის ავტორი ჩემი…

Posted by Achiko Beridze on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები