ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური გადაცემა „მიმღერეს“ მეექვსე სეზონის მეშვიდე ეპიზოდში პროექტის მონაწილეებმა სალაღობო სიმღერები შეასრულეს.
„მიმღერეს“ მონაწილეები მსმენელის წინაშე სხვადასხვა ანსამბლთან და შემსრულებლებთან ერთად წარდგნენ.
ამავე ტურში, პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ გვერდწითელმა საკუთარი კომპოზიცია „თბილისური ბალადა“ ლევან კურტანიძისა [დუდუკი] და ლევან შარვაშიძის [დოლი] აკომპანემენტის თანხლებით შეასრულა.
„ჩვენი განუმეორებელი“, „უნიჭიერესი მომღერალი საოცარი ხმით“, „ჩვენი სიამაყე“, „შეუდარებელი… ვარსკვლავი“, – სწორედ ასეთი შეფასებები დაიმსახურა თამარ გვერდწითელმა მსმენელისგან.
