LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გათხოვილი რომ ვარ და ქმარი მყავს, როგორ მივცემ უფლებას სხვა მამაკაცს, რომ სიყვარული ამიხსნას?“ – მანანა თოდაძე

7036
მანანა თოდაძე

მომღერლები მანანა თოდაძე, გიორგი წერეთელი და გიორგი წიკლაური გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ.

მომღერლები, გარდა კოლეგებისა, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და მათ, როგორც გადაცემაში აღნიშნეს, ოჯახებით მრავალწლიანი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ.

გადაცემის წამყვანების შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი მეგობრობა, მანანა თოდაძემ განაცხადა:

„მე ძალიან ბევრი მამაკაცი მეგობარი მყავს, დასავით ვუყვარვარ და ძმებივით მიყვარს.

როგორც კი შევატყობდი, რომ მამაკაცს [მეგობარს] მოვწონდი, მაშინვე ბარიერს ვაგებდი, ქალზე ბევრია დამოკიდებული, ცდუნებას არ უნდა აჰყვე. როდესაც ადამიანთან მეგობრობ, მან როგორ უნდა გაგიბედოს: „იცი რა? მე შენ შემიყვარდი“.

ასევე შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კარგი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს, მომღერალმა აღნიშნა:

„გათხოვილი რომ ვარ, ქმარი რომ მყავს, როგორ მივცემ სხვა მამაკაცს იმის უფლებას, რომ იმან სიყვარული ამიხსნას? მე ეს პრინციპები მაქვს, მე ასე მოვდივარ“, – აღნიშნა მანანა თოდაძემ.

🔹მეგობარ ქალს, ისეთ რამეს ვეუბნები, რასაც მეუღლეს ვერ ვეტყვი- გიორგი წერეთელი

🔹მეგობარ ქალს, ისეთ რამეს ვეუბნები, რასაც მეუღლეს ვერ ვეტყვი- გიორგი წერეთელი 🔹 როგორც კი შევატყობდი მეგობარ მამაკაცს მოვწონდი, უცებ ბარიერს ვუქმნიდი- მანანა თოდაძე 🔹 გათხოვილი რომ ვარ და ქმარი მყავს, როგორ მივცემ უფლებას სხვა მამაკაცს, რამე მითხრას – მანანა თოდაძე 🔹 მანანასავით სხვა ვერავინ მამშვიდებს- გიორგი წერეთელი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g