ხვიჩა კვარაცხელია უკრაინასთან მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს.
კვარამ ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გმირი უწოდა.
„მამარდა თავის სტილშია. ისეთი არაფერი მომხდარა, რაც აქამდეც არ გვინახავს. გავჩერდი და მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გამოჩნდა გმირი“, – ამბობს კვარაცხელია.
ცნობისთვის, საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
გოლი უკრაინის კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.