LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს ყველაფერი, რაც გამიკეთა“ – პირველი ინტერვიუ აქციაზე მძიმედ დაშავებულ ბიჭთან, რომელმაც 6 დღე კომაში გაატარა

324
2024-12-29_02-15-58_917758

პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა მათ გაზის კაფსულების სროლა დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ აქციაზე მძიმედ დაშავებულმა ალექსანდრე თირქიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე დღე ხელოვნურ კომაში იყო, აცხადებს, რომ დაშავებამდე დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ახლა კი არ იცის თავი როგორ ირჩინოს.

მან პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა და განაცხადა, რომ ზარალი უნდა აუნაზღაურდეს.

„ინფექციის საფრთხე იყო, ტვინიც შეშუპებული მქონდა და ექიმებმა გადაწყვიტეს დავეძინებინე. ხელოვნურ კომაში ვიყავი 6 დღე. გაზის კაფსულა ჩემს მეგობარს ფეხზე მოხვდა და მას შემდეგ ერთმანეთი დავკარგეთ. აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ვერ ვიხსენებს, არ გამომდის.

ხელისუფლების მმართველობა არ მომწონს. 12 წელია შედეგი არ აქვთ და აქციაზეც ჩემი აზრის გამოსახატავად ვიდექი. პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა მათ გაზის კაფსულების სროლა დაიწყეს.

თან რესტორანში ვმუშაობდი და თან ტატუებს ვაკეთებდი. სახლშიც ვიღებდი კლიენტებს. დატვირთული გრაფიკი მქონდა. წესით და რიგით სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს ყველაფერი, რაც გამიკეთა“, – საუბრობს ალექსანდრე თირქია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g