LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Genesis-მა შექმნა ექსტრემალური 1115 ძალის ყველგანმავალი X Skorpio

108
1428x1428

Genesis-მა წარმოადგინა კონცეპტ ქარი სახელწოდებით X Skorpio – ეს არის პრემიუმ ბრენდის პირველი მცდელობა შექმნას ექსტრემალური ყველგანმავალი, რომელიც განკუთვნილია მაღალი სიჩქარით გადაადგილებისთვის რთულ რელიეფზე. აღნიშნულია, რომ კონცეპტი სრულად ფუნქციონალურია, ამიტომ მისი პრემიერა არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უდაბნოში გაიმართა, სადაც მისი სავალი თვისებები იქნა დემონსტრირებული. კონცეპტი, რომელიც ფაქტობრივად კომფორტული სალონის მქონე ბაგია, აღჭურვილია რვა ცილინდრიანი ძრავით 1115 ცხენის ძალისა და 1152 ნიუტონ-მეტრის მომენტით.

ძრავის სხვა მახასიათებლები არ გასაჯაროებულა. კონცეპტი აღჭურვილია 18 დიუმიანი დისკებით და 40დიუმიანი საბურავებით, ასევე Brembo-ს მუხრუჭებით.

როგორც სახელწოდება, ისე გარეგნული იერსახე შთაგონებულია ამ უდაბნოებში ბინადარი შავი მორიელით, რომელიც ცნობილია გადარჩენის გამორჩეული უნარებით. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები