LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გენიალურია! ამ კონცერტის ყოველ წამს უმაღლესი კლასის ხელოვნება იგრძნობა! გაუმარჯოს ნიჭიერებას, ამაზე დიდი სინათლე მარტო ადამიანობაა“ – გიორგი გიგაშვილის საოცარი შესრულება „ბეთჰოვენფესტზე“

150
გიორგი გიგაშვილი

გასული წლის ოქტომბერში, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტად იყო მიწვეული – გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში გიორგი გიგაშვილი მსმენელის წინაშე 4 კონცერტით წარდგა.

10 ოქტომბერს გამართულ კონცერტზე, გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის დუეტის პრემიერა შედგა. მათ აუდიტორიას ქართული სიმღერები წარუდგინეს. ქალაქ ბონში გამართული კონცერტი „ბეთჰოვენფესტის” „იუთუბის“ არხზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

აღნიშნულ კონცერტზე, სხვა ნაწარმოებთან ერთად, გიორგი გიგაშვილმა გოგი ცაბაძის კომპოზიცია „ტრიალებს“ შეასრულა. ვიდეოს პიანისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„გაუმარჯოს ნიჭიერებას, ამაზე დიდი სინათლე მარტო ადამიანობაღაა“, „გენიალურია!“, „საოცარი ინტერპრეტაციაა, გალაქტიკებს გავცდი და ისევ დავბრუნდი… მადლობა ამ მოგზაურობისთვის“, „ამ კონცერტის ყოველ წამს უმაღლესი კლასის ხელოვნება იგრძნობა“, – წერენ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს კომენტარების ველში.

ტრიალებს. BEETHOVENFEST oct/2024

Posted by Gigashvili Giorgi on პარასკევი, 07 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g