LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ღამის 12 საათზე მოვიდნენ ჩემთან ტელევიზიიდან… რომ მეთქვა, არ შემოგიშვებ, ფეხი ჩემეყოლებინა კარებში, გადაირეოდა სიხარულით: აჩი არველაძე

21630
აჩი არველაძე

ფეხბურთელი აჩი არველაძე „აი უცნობის“ ეთერში ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, როდესაც ღამის 12 საათზე მასთან სახლში ჟურნალისტი მივიდა და რადგან თავად კეთილგანწყობილი დახვდა ჟურნალისტს, მათ „არ გაუხარდათ“. არველაძის თქმით, მათ „ჩხუბი და სახლიდან გაგდება უნდოდათ, რათა სიუჟეტი საინტერესო გამოსვლოდათ“.

„ღამის 12 საათზე მოვიდნენ ჩემთან ტელევიზიიდან, გავაღე სახლის კარები, დგას ოპერატორი განათებული შუქით და ახალგაზრდა გოგო მიკროფონით. აჩი გახარიასთან მიმართებით გვინდა, რომ კომენტარი გააკეთოო. შემოდი-მეთქი ვუთხარი და არ შემოდის, აღარ აქვს შეკითხვა… რომ მეთქვა, არ შემოგიშვებ, ფეხი ჩემეყოლებინა კარებში გადაირეოდა სიხარულით… ერთი შეკითხვა დამისვა და წავიდა. მე არაფერი მქონდა დასამალი და იმასაც ეს „ვაი-ვიში“ აღარ ჰქონდა.

ის სიუჟეტი არ გასულა, რომ სახლში შევიპატიჟე, ყავა, წყალი შევთავაზე…. რაღათ უნდოდა, არ ვეჩხუბე, აქ რა გინდა, წადით დაიკარგეთ-მეთქი არ მითქვამს, შემობრძანდით საბარბაზოში რატომ უნდა ვილაპარაკოთ-მეთქი. და აღარ იყო საინტერესო ეგ სიუჟეტი.

არაფერი არ მაქვს დასამალი… რაც არის ის არის“, – აცხადებს აჩი არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები