ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოებს გვიზიარებს.
ია გამომწერებს უყვება სამშობიარო პერიოდისა და იმ განწყობის შესახებ, რაც პატარას დაბადებამდე ჰქონდა.
ია დუდაშვილი აღნიშნავს, რომ მშობიარობას ირაკლი არ დასწრებია, თავს ის საკმაოდ ძლიერად გრძნობდა და შემართებით იყო.
„მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა, როგორც ვიყავი განწყობილი – ზუსტად ისე,“ – წერს ია.
ცნობისთვის, ირაკლის და იას ახლახან მესამე შვილი, გოგონა შეეძინათ. იამ საკმაოდ დიდი ბავშვი გააჩინა, უსაყვარლესი სიდონია 4,5 კილო დაიბადა.
ფოტო: „დაიბადა ძალიან სუქანა და დახატული ქალი“ – ირაკლი ნოზაძეს და ია დუდაშვილს შვილი შეეძინათ
„დედიკოს გოლიათი სიდონია“ – ია დუდაშვილი უსაყვარლესი ახალშობილი შვილის ვიდეოს გვიზიარებს