თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ მესამე ეპიზოდის სტუმარი, სამი შვილის დედა, ინგა ხადელაშვილია.
როგორც გადაცემიდან ხდება ცნობილი, გადაცემის გმირის სამივე შვილს უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, ფენილკეტონურია აქვს – ეს ის იშვიათი დაავადებაა, რომელიც 10 000 ადამიანში, მხოლოდ ერთს ემართება.
ვიდეო: „15 დღე ვიყავი ხელოვნურ კომაში… ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ასე არ უნდა დამთავრებულიყო აღმოჩნდა დედაჩემი… ბავშვი ჩამეხუტა ფეხებზე, რამაც იმ მომენტში გამომაფხიზლა…“ – ეთო ქურასბედიანი უმძიმეს ისტორიას „თათიას გმირებთან“ იხსენებს
თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ პირველი გადაცემის სტუმარი, ონკოპაციენტი, ეთო ქურასბედიანია.
47 წლის ინგა ინტერვიუში, იმ ურთულესი ყოფის შესახებ გვიყვება, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის.
რესპონდენტი იხსენებს, რომ ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა:
„ჩემს თავთან რომ დავრჩენილვარ მარტო ღამით, ბევრჯერ მიტირია, სხვა გზა არ მაქვს, მიწევს ბრძოლა ჩემი შვილებისთვის…
ვერ ვმუშაობ, ვერ ვტოვებ ჩემს შვილებს… ბიჭის მოვლა ძალიან მიძნელდება.
ფუნქციური საწოლი, რომ გვქონდეს უფრო გამიმარტივდებოდა.. წლების წინ მიწის ნაკვეთი გავყიდეთ და მატრასიანი საწოლი ვიყიდეთ…“ – ამბობს ინგა ხადელაშვილი.
ვიდეო: „ეს მოხდა წამებში, რომ შემოვედი ბავშვი უკვე ჩავარდნილი იყო, ძალიან ძნელია, 8 წელი გავიდა… ჩემი მთავარი მიზანია ბავშვებს არ ჰქონდეთ ისეთი რთული ცხოვრება, როგორიც მე მქონდა“ – მარტოხელა მამა, ბორის ჩაგუნავა შვილის გარდაცვალების უმძიმეს ისტორიას იხსენებს
თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ პირველი გადაცემის სტუმარი, მარტოხელა მამა, ბორის ჩაგუნავაა.