LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღმერთმა მაინც არ გაწირა ბოლომდე… დღეს ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო… მე ასეთი სიკეთის მწამს, ეს დიდი, გაბედული ნაბიჯია…“ – მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი, სოფო ნურაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

3405
კესარია აბრამიძე, სოფო ნურაშვილი

დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, 18 სექტემბერს მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეგობარი სოფო ნურაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ ერთ-ერთმა მღვდელმა გარდაცვლილ კესარია აბრამიძეს წესი აუგო.

„მკვლელებს, დამნაშავეებს, საზოგადოებისთვის საშიშ და ბოროტ ადამიანებს უგებენ წესს და ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები, წესი არ აუგეს, კატეგორიული უარი თქვეს.

ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, რადგან ღმერთი არის ჩემი ნუგეში…

„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში“? – დედა სიდონია

ვიცოდი, რომ კესო არ გაიწირებოდა, რადგან მას ბევრი სიკეთე გაუკეთებია. დღეს ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა, ღმერთმა მაინც ბოლომდე არ გაწირა…

არც პოპულარობას ვეძებ, არც არაფერს, მინდოდა ეს ყველაფერი გამესაჯაროებინა, რათა ყველას სცოდნოდა, რომ არსებობს იმედი და რომ არ აიცრუონ გული ეკლესიაზე.

მე ასეთი სიკეთის მწამს, ეს დიდი, გაბედული ნაბიჯია. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის ვინაობას არ გავასაჯაროებ“, – ამბობს კესარია აბრამიძის მეგობარი.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები