ბორის ბედია გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც სიყვარულის შესახებ საუბრობს.
მომღერლის თქმით, ბუნებით ერთგულია და თუ შეუყვარდება მას არასდროს უღალატებს.
„ღმერთმა ქნას ვინმე შემიყვარდეს, იმას როგორ ვუღალატებ. ერთგული ვიქნები. ბუნებით მე მოღალატე არა ვარ. რომ ვუღალატო, ამით ჩემს თავს ვუღალატებ და არა მას. ღმერთმა ქნას შემიყვარდეს, სიყვარულზე კარგი არაფერი არ არის. თუ ღალატობ, მაშინ ადამიანი არა ხარ. ძმაკაცებზეც ასეა. ისინი ისე მიყვარს, როგორ შეიძლება მათ ძმაკაცობაში, ძმობაში ვუღალატო და გვერდში არ დავუდგე“, – ამბობს ბორის ბედია.