LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღმერთო! ეს რა არის!საუკეთესო!“ – კატო კვარაცხელიას და ნიკალა ზუბიაშვილის საოცარი კოლაბორაცია და აღფრთოვანებული მსმენელი

244
კატო კვარაცხელია

მუსიკალურ პროექტში „აკუსტიკა“ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

კომპოზიციას სახელწოდებით – „შენი ფანჯრიდან“, ასრულებს ახალგაზრდა მომღერალი კატო კვარაცხელია, რომელსაც შესანიშნავ აკომპანემენტს ასევე ახალგაზრდა არტისტი, ნიკალა ზუბიაშვილი უწევს. სიმღერის ავტორი ერეკლე დეისაძეა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მუსიკოსების კოლაბორაციას მსმენელის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა.

შესანიშნავ დუეტს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება პიანისტი გიორგი გიგაშვილიც და წერს: „აუ, ღმერთო!!! ეს რა არის!!! საუკეთესო!!!“.

🎼 კატო კვარაცხელია და Nikala – „შენი ფანჯრიდან“

🎼 კატო კვარაცხელია და Nikala – შენი ფანჯრიდან 🎵 ავტორი – ერეკლე დეისაძე 🎥 გადაღებულია – Unfound Door Restaurant

Posted by აკუსტიკა • Akustika • 1tv.ge on კვირა, 14 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები