LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გიგი არ იყო ვერბალური, არ საუბრობდა, სახელზე არ რეაგირებდა… ვიფიქრეთ, რომ სმენითი დარღვევები ჰქონდა” – აუტისტური სპექტრის მქონე19 წლის გიგი სიჭინავას დედა განვლილ გზაზე გვიყვება

245
BeFunky-collage - 2024-02-04T015736.873

ზუგდიდელი ნათია სახოკია, გადაცემაში „როგორ გადავრჩი” შვილის, 19 წლის გიგი სიჭინავას შესახებ საუბრობს და განვლილ გზაზე გვიყვება.

„გიგი არ იყო ვერბალური, არ საუბრობდა, სახელზე არ რეაგირებდა… ვიფიქრეთ, რომ სმენითი დარღვევები ჰქონდა. საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ბარიერია… მჯეროდა საკუთარი თავის და გიგის, რომლიდანაც მოდიოდა ის მოტივაცია, რაც მე მაძლიერებდა.

რთულია, რეალობას შეხედო… გვქონდა რეკომენდაციები, სამუშაო მასალა, რითაც ვხელმძღვანელობდით, უნდა ყოფილიყო ერთი სასაუბრო ენა და ერთი მიდგომა. გიგი არ ლაპარაკობდა, მაგრამ კარგად იჭერდა ფანქარს, შეეძლო კონცენტრირება საყვარელ საქმეზე. ყველაზე დიდი რესურსი უნდა მიგვემართა ხელოვნებისკენ“ ,- საუბრობს გიგი სიჭინავას დედა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიგი საოცრად ხატავს და თავისი სახელოსნოც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები