LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გილოცავ დაბადების დღეს! ახდენილი მიზნების, სურვილების წელი იყოს, ძვირფასო! როგორ მინდა ისე დაიხარჯო, რომ შენს სახეზე ბედნიერება ამოვიკითხო… გთხოვ, გაუძელი ამ ოხერტიალ პოლიტიკას…“ – ბელა ალანია მეუღლეს, შალვა ნათელაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

143
შალვა ნათელაშვილი, ბელა ალანია

„სხვა მრავალი გაგვითენდეს! ახდენილი მიზნების, სურვილების წელი იყოს, ძვირფასო! როგორ მინდა ისე დაიხარჯო, რომ შენს სახეზე ბედნიერება ამოვიკითხო. მე ხომ ვხედავ როგორ იწვები, როგორ იბრძვი შიშველი ხელებით… დამნახავს არ ეძებ, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია, ეს შენი ცხოვრების კრედოა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია წერს და პოლიტიკოსს დაბადების დღეს ულოცავს.

ბელა ალანია სოციალურ ქსელში დაბადების დღის კადრებს უზიარებს საზოგადოებას:

„სხვა მრავალი გაგვითენდეს! ახდენილი მიზნების, სურვილების წელი იყოს, ძვირფასო! როგორ მინდა ისე დაიხარჯო, რომ შენს სახეზე ბედნიერება ამოვიკითხო. მე ხომ ვხედავ როგორ იწვები, როგორ იბრძვი შიშველი ხელებით… დამნახავს არ ეძებ, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია, ეს შენი ცხოვრების კრედოა. ბევრი რამის თქმა მინდა, რისი გადატანა გვიწევდა და გვიწევს, მაგრამ რაც არ უნდა დავწერო, მგონია, რომ ყველაფერი მაინც ხელოვნური გამოჩნდება… ერთის გარდა, რომ ძალიან მინდა დიდხანს გვყავდე. გთხოვ, გაუძელი ამ ოხერტიალ პოლიტიკას.

შენ ხომ ფშაველი ხარ და ზუსტად ვიცი, რომ ახალი არაფერი ხდება ისეთი, რაც არ გამოგიცდია, არ გადაგიტანია და ფეხზე არ წამომდგარხარ… უფალი მართალი ადამიანების გვერდითაა. უფალი უანგარო ადამიანების გვერდითაა. გილოცავ დაბადების დღეს! მრავალჟამიერ შენი სიცოცხლე!
P.S. დაკომ დაბ დღის სიმღერა დამიწუნა  
და ფონად სხვა დაადო
მომავალი წლისთვის გავივარჯიშებ ხმას“, – წერს ბელა ალანია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g