მომღერალ ნოდიკო ტატიშვილისა და თათია ერქვანიძის გოგონა – კესანე 25 დეკემბერს გაქრისტიანდა.
სოციალურ ქსელში ნათლობის უამრავი კადრი ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ ერთობიან წყვილის მეგობრები ნათლობის წვეულებაზე.
„გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს“, „უსაყვარლესი წყვილი“, – წერენ ნოდიკოს და თათიას მეგობრები.
ცნობისთვის, პატარა კესანეს ნათლიები მომღერალი ლელა წურწუმია და ლაშა უჩავა არიან.
ფოტო/ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილის ქალიშვილი გაქრისტიანდა
