ფრანგმა შემსრულებელმა Gims, რომელმაც სახელი აჭარული განდაგანას საკუთარი ვერსიით გაითქვა, ახლახან ფრანგული „ვოისის“ ნახევარფინალში მიიწვიეს.
მან მონაწილეებთან ერთად საკუთარი ჰიტი „ნინაო“ შეასრულა და ჟიურის წევრები და დარბაზიც აიყოლია.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი არტისტისთვის ქართულ მოტივებზე აგებული ჰიტი დიდი წარმატების მომტანი გახდა.