გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა, – აღნიშნულის შესახებ მერაბ სეფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მომღერლის თქმით, ქართველ ხალხს ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდა.
„რთულ სიტუაციაში ვართ ფაქტია, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ისეთი თაობა მოვიდა, ახალი საქართველო დავინახე.
ხალხი დგას არც ორგანიზატორები ჰყავთ, არც არავის მოუყვანია, თავიანთი ინიციატივით დგანან და ითხოვენ, გამოუშვან დაპატიმრებულები და ახალი არჩევნები, რადგან ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდათ.
მე ვთვლი, გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა სეფაშვილმა.