LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ცხადაძის და „მგზავრების“ ახალი კლიპის პრემიერა – „ეს სიმღერა ძალიან გვიყვარს და იმედია, თქვენც მოგეწონებათ“

312
მგზავრები

მომღერალმა გიორგი ცხადაძემ და ჯგუფმა „მგზავრებმა“, ახალი, ერთობლივი ნამუშევარი წარადგინა.

მომღერლებმა კომპოზიციაზე „ბლის კუნწულა“ ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელიც „იუთუბის“ პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გიგი დედალამაზიშვილია. „

„ესეც ჩვენი ახალი ვიდეო. ჩვენ ეს სიმღერა ძალიან გვიყვარს და იმედია, თქვენც მოგეწონებათ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვედგა და გვიგულშემატკივრა“, – წერს გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში.

ნამუშევარს, რომელიც სოციალურ ქსელში 15 საათის წინ აიტვირთა, უკვე მრავალი შეფასება აქვს:

„ძალიან კარგია“, „როგორი მზიანი და ნათელი ვიდეოა… სასიამოვნო მელოდია და ბევრი სიყვარული“, „ძალიან ლამაზია, სულის სიმშვიდე“ – აღნიშნავენ მოქალაქეები კომენტარებში.

ესეც ჩვენი ახალი ვიდეო 🧡 ჩვენ ეს სიმღერა ძალიან გვიყვარს და იმედია თქვენც მოგეწონებათ. დიდი მადლობა ყველას ვინც…

Posted by Giorgi Tskhadadze on ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g