2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში შეყვარებულთან, სანდრა მენდოსასთან ერთად დაბრუნდა.
ფოტო: „მადლობა…“ – გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში ბრაზილიელ შეყვარებულთან ერთად ჩამოვიდა
წყვილი ერთად იმყოფებოდა ნაკრების წვეულებაზე, რომელიც „თეატრში“ გაიმართა – მათ ერთობლივი ცეკვა შეასრულეს და სტუმრების ოვაციებიც დაიმსახურეს.
ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე სანდრასთან ერთად გადაღებულ ახალ, მხიარულ კადრებს აქვეყნებს – წყვილი ფეხბურთს პლაჟზე თამაშობს.