„ფუუპოდკასტს“ გივი სიხარულიძე ესტუმრა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საკუთარ გამორჩეულ გარეგნობაზეც გააკეთა აქცენტი:
„ჩემო კარგო, ჩემნაირი შესახედაობის რომ დაიბადებოდი, შენც გეყოლებოდა მაგდენი შვილი“, ასე უპასუხა წამყვანის რეპლიკას იმის შესახებ, რომ „ნახევარი საქართველო მისი შვილია“.
„,მე პირადად აუცილებლად მოვხვდები სამოთხეში, რადგან არავის უარი არ ვუთხარი. შენ გგონია, ყველა მომწონდა? ქალს არასდროს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, უარზე დიდი შეურაცხყოფა რა არის…. უნდა იცოდე, ვინმე რომ მოვიდეს, უარი არ უთხრა…“, ასე დაარიგა გიორგი მახარაშვილი გივი სიხარულიძემ.