გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა.