მსახიობი გოგა პიპინაშვილი „მამების დროსთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა მოაკლონ მშობლებმა შვილებს დრო:
„ვაკეთებდი საქმეს, რომლის გაჩერება არ შეიძლებოდა. ჩემმა შვილმა მომიტანა ნაწერი, ვუპასუხე დადე და წავიკითხავ-მეთქი, ჩემი საქმე გავაგრძელე. აიღო და გადაფხრიწა და ხელი აღარ მოუკიდებია. არც ერთი საქმე არ ღირს იმად, რომ ეს წამი, ეს არანორმალური დამოკიდებულება გაუფუჭო შენს შვილს შენ მიმართ. იქ ბევრი რამე გადაწყდა. ბევრი ვეცადე, რომ ეს ყველაფერი შემომეტრიალებინა, მაგრამ ერთმა ჩემმა ნაბიჯმა განაპირობა ბევრი რამ. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა მშობლისთვის, ყველა მამისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად მოუცლელები ვართ, არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება… დაკარგავ ყველაზე სასურველ ძაფს…“
