„თბილისობის დღესასწაულზე, რომელიც რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე მიმდინარეობს, ნინო სურგულაძემ ანსამბლ „ჰერიოსთან“ ერთად „ჩემო თბილის ქალაქო“ შეასრულა.
გოგი ცაბაძის უკვდავ სიმღერას მოქალაქეები განსაკუთრებული ემოციებით და შეძახილებით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ორბელიანის ქუჩაზე დავით მაზანაშვილის ბენდის და არაჩვეულებრივი ქართველი არტისტების კონცერტები მიმდინარეობს.