LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გოგოებო, არასდროს დაგავიწყდეთ, ქალს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე თავად წარმოუდგენია..არც ერთი რთული პერიოდი არ გრძელდება სამუდამოდ“ – თამო ვაშალომიძე ქალებს მიმართავს

117
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე ქალების მისამართით მორიგ მიმართვას ავრცელებს.

გამამხნევებელ სიტყვებს თამო სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქალს იმაზე დიდი ძალა ვიდრე ჰგონია.

„გოგოებო, არასდროს დაგავიწყდეთ ქალს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე თავად წარმოუდგენია.

იქნება დღეები, როცა დაიღლებით, როცა გული გეტკინებათ, როცა მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი ერთდროულად თქვენს წინააღმდეგ წავიდა. შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც იმედს გაგიცრუებენ, გაგიჭირდებათ, იტირებთ და შეიძლება საკუთარ თავსაც ჰკითხოთ „რატომ მე?“

მაგრამ სწორედ ასეთ დროს არ უნდა გაჩერდეთ.

იარეთ წინ. თუნდაც ნელა, თუნდაც მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯით. იმიტომ, რომ არცერთი რთული პერიოდი არ გრძელდება სამუდამოდ. ყველაფერი გადის. ყველაფერი იცვლება. ყველაფერი თავის ადგილს პოულობს.

და ყველაზე მთავარი რაც არ უნდა გაგიკეთონ, ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი გული გააბოროტონ.

ერთ დღეს უკან მოიხედავთ და მიხვდებით, რამდენი რამ გადაიტანეთ, რამდენჯერ გეგონათ, რომ აღარ შეგეძლოთ და მაინც შეძელით.

არ დანებდეთ, ქალებო. თქვენში უზარმაზარი ძალაა.

დრო გადის, ტკივილი,“ – წერს თამო ვაშალომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები