ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი პირველ ერთობლივ პატარას ელოდებიან.
როგორც უკვე საზოგადოებას ამცნეს, ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
ნიკასაც და ლიკასაც პირველი ქორწინებებიდან ორ-ორი შვილი ჰყავთ. ორივესთვის პატარა გოგონა მესამე შვილი იქნება.
ამ შესანიშნავი ამბის აღსანიშნად, წყვილმა წვეულება გამართა და ნათესავები და მეგობრები მიიპატიჟეს.
ლიკამ და ნიკამ ბავშვისთვის განკუთვნილი უამრავი საჩუქარი მიიღეს და მიწვეულ სტუმრებთან ერთად დრო არაჩვეულებრივად გაატარეს.
წვეულება ულამაზესად იყო გაფორმებული ვარდისფერი ფერებში…
სტუმრები თავს აუზის გარშემო კომფორტულად გრძნობდნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის ვარდისფერ ფერებში გაფორმებული ტორტიც მომზადდა…