LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გოლდი ჰოუნის ენერგიული ცეკვა დუა ლიპას სიმღერაზე

190
safe-image

74 წლის  გოლდი ჰოუნი ბოლო პერიოდში არაერთხელ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ის ჯერ ჟურნალ People-ის მთავარი გმირი გახდა, როდესაც მისი გარეკანი ქალიშვილთან, ქეით ჰადსონთან და შვილიშვილთან ერთად დაამშვენა, შემდეგ კი  69 წლის მეუღლესთან, კურტ რასელთან ერთად ველოსიპედებით დიდი გასეირნება მოაწყო.

ფოტო: 74 წლის გოლდი ჰოუნი და 69 წლის კურტ რასელი ველოსიპედებით სეირნობენ

გოლდი ჰოუნს იისფერი ლეგენსები ამშვენებდა, 69 წლის კურტ რასელი კი იისფერ მაისურში, შორტებსა და „ნაიკის“ სპორტულ ფეხსაცმელში ენერგიულად გადაადგილდებოდა

როგორც ჩანს, 74 წლის გოლდი თავს ძალიან ენერგიულად და პოზიტიურად გრძნობს და თავის განწყობას ისნტაგრამ“-გამომწერებსაც უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ, ჰოუნმა შავი მაისური და ლეგენსები მოირგო, პატარა ბატუტზე დადგა და საოცრად ენერგიული ცეკვა შემოგვთავაზა. ის დუა ლიპას სიმღერაზე ცეკვავდა  და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.

„ჩემი გიჟური მოძრაობები, იცეკვეთ, იტრიალეთ, იხტუნავეთ“, – ასე დაასათაურა მსახიობმა ვიდეო.

https://www.instagram.com/p/CAI8vCNHwfV/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები