LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გომელაურის „მილიცია“ მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ – „ნაციონალური მოძრაობა“

182
ნაციონალური მოძრაობის ოფისი

„გომელაურის „მილიცია“ მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. ექსპერტებმა ყველა ნივთი – შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ოფისზე თავდასხმის მესამე დღესაც შსს-ს არავინ დაუკავებია. მათივე განცხადებით გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე:

„100-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბანდიტი, „ტიტუშკა“ ივანიშვილის დავალებით თავს დაესხა ენმ – ს ცენტრალურ ოფისს, რა დროსაც პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლებთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 100 – მდე ბანდიტი ცდილობდა, ოფისში შეჭრას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მესამე დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად „ოცნება“ ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის „მილიცია“ მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. შეგახსენებთ, ექსპერტებმა ყველა ნივთი – შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს. გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე.

შეგიძლიათ, იხილოთ, როგორ გამოიყურება ივანიშვილის მსახური, გომელაურის მოგზავნილი „მილიცია“, რომელიც პოლიციის სახელით ცდილობს, ოფისში შემოჭრას. საკადრისი პასუხი მიიღეს და მოუწიათ შენობის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ეს 100 – მდე ბანდიტი ენმ – ს ოფისთან მოაცილა და შემდეგ გააცილა საპატრულო პოლიციად წოდებულებმა, ციმციმებიანი ავტომობილით“ – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g