რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.
გუნდმა, თეონა ცირამუას დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა.
წელს საქართველო, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ვატიკანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში პირველად მონაწილეობს.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.
ემოციურ კადრებს კონცერტიდან სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი გვიზიარებს.
„ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად“ რომის პანთეონში – ანტიკური დიდებულება ხვდება ქართულ გენიას, გორის ქალთა კამერული გუნდი პირველია საქართველოში, ვინც ჩვენი მრავალხმიანობა აქ გააჟღერა,“ – აღნიშნავს ზაკ მირიანაშვილი.
