LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გქონიათ მომენტი, როდესაც ოთახში შეხვედით და არ გახსოვს რისთვის“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

649
2026-01-08_02-13-44_675167

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც მეხსიერებას ეხება.

„გქონიათ მომენტი, როდესაც ოთახში შეხვედით, რაღაც უნდა აგეღოთ, ან შეგენახათ და არაფერი აღარ გახსოვთ. ახლა აგიხსნით ეს რატომ ხდება. ჩვენ ადამიანებს გვაქვს რამდენიმე სახის მეხსიერება, მათ შორისაა სამუშაო მეხსიერება. ჩვენი თავის ტვინი თითოეულ გარემოში იყენებს ახალ სამუშაო მეხსიერებას.

როდესაც ერთი ოთახიდან სხვაში გადავდივართ, ტვინი მეხსიერებას ანახლებს. როდესაც აღარ გახსოვს, რატომ შეხვედი ოთახში, ნაბიჯი უკან და თავის ტვინი ინფორმაციას მალევე მოგაწვდის. ყველაზე ხშირად მსგავსი რაღაცეები ხდება მაშინ, როდესაც თქვენ სტრესულ გარემოში ხართ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g