ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟმა კარლო პონტიმ და მისმა რჩეულმა მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს.
ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს კარლო პონტიმ ქართული ჩოხა, მარიამმა კი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო, რომელშიც საოცრად გამოიყურება.
წყვილმა ულამაზესი, გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე, შესანიშნავი ტორტიც გაჭრა და ამ კულმინაციური მომენტით საოცარი წვეულება დაგვირგვინდა.
კადრებს სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოგრაფი გიორგი ჯობავა გვიზიარებს.