LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გთავაზობთ „ჩელენჯს“… ვა­თა­მა­შებ ჩემს ცნო­ბილ ფო­ტო­ზე ქე­ბუ­რი­ას პიჯაკს… მხოლოდ ორი მარტივი პირობაა…“ – რა კადრებს ავრცელებს ნინო წილოსანი

359
ნინო წილოსანი

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ პლატფორმაზე „ტიკ ტოკი“ ეხმაურება დების ქეთა და თათო ქარჩავების ვიდეოს, რომელშიც ერთ-ერთი და ამ­ბობს, რომ ნინო წილოსანის მწვა­ნე პი­ჯა­კი უნდა შე­ი­ძი­ნოს, რათა თბილისში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჩაიცვას.

აღნიშნული ვიდეოს ნახვის შემდეგ ნინო წილოსანი ამბობს, რომ დი­ზა­ი­ნერ გიორგი ქებურიას მწვა­ნე პი­ჯაკს ათა­მა­შებს.

„რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თა­თოს, ჩემი პი­ჯა­კი სჭირ­დე­ბა, რომ აქ­ცი­ა­ზე ჩა­იც­ვას. ამი­ტომ გთავაზობთ „ჩელენჯს“, ვა­თა­მა­შებ ამ ჩემს ცნო­ბილ ფო­ტო­ზე ქე­ბუ­რი­ას პი­ჯაკს, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა გა­მარ­ჯვე­ბულს, ვინც ყვე­ლა­ზე კრე­ა­ტი­ულ ვი­დე­ოს ჩა­წერს, სად ჩა­იც­ვამ­და ამ პიჯაკს.

მხო­ლოდ ორი მარ­ტი­ვი პი­რო­ბაა, მნიშ­ნავთ ამ ვი­დე­ო­ზე და „ჰეით სფიჩს“ [სიძულვილის ენას] არ ვართ“, – ამბობს ნინო წილოსანი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნინო წი­ლო­სა­ნის მწვა­ნე პი­ჯა­კი მას შემ­დეგ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რაც დი­ზა­ი­ნერ­მა გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ამ სო­ცი­ალ ქსელ­ში დე­პუ­ტა­ტის მწვა­ნე პი­ჯაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი თა­ვი­სი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

„ჩემი პიჯაკი რომ მოგიცმია ქვეყნის მტერო! კი ულამაზესია, მარა ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს ნინო!“

„ჩემი პიჯაკი რომ მოგიცმია, კი ულამაზესია, მარა ელგებედეა და რამე არ გადმოგედოს ნინო!“ – როგორ ჰპასუხობს დიზაინერ გიორგი ქებურიას მიმართვას ნინო წილოსანი

მანამდე ნინო წილოსანმა დაწერა: „ინსტაგრამ“ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და „ნაცების“ რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა“.

გიორგი ქებურიას აღნიშნული მიმართვის საპასუხოდ, მოგვიანებით ნინო წილოსანმა მორიგი „სთორი“ გამოაქვეყნა:

„ახლა ცოტა რომ განვიტვირთოთ, [გიორგი ქებურია] უდაოდ ნიჭიერი დიზაინერი ხარ, ამას ისიც ადასტურებს, შენი პიჯაკი რომ „მომიცმია“. შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს დავინტერესდები ამით. პიჯაკი კი ნამდვილად ლამაზია“, – წერდა ნინო წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g