„დღეს ჩვენს ქვეყანაში სინამდვილეში პანიკაა და თქვენ ხართ ჩუმად“ – ამის შესახებ მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მსახიობის თქვით, ახლა დროა ყველა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან:
„გთხოვთ, გემუდარებით, უბრალოდ გაახილეთ თვალები, გახსენით გულები და ტვინები და უბრალოდ გაიხედეთ რა ხდება ირგვლივ, დაფიქრდით კარგად, გამოდით კომფორტის ზონიდან. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები,რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებით იმაში, რომ გადავრჩეთ, რომ თავისუფალი და არაძალადობრივი გზებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ეკა დემეტრაძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ეკა დემეტრაძის მიმართვა"დღეს ჩვენს ქვეყანაში სინამდვილეში პანიკაა და თქვენ ხართ ჩუმად. გაიგეთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნის გადარჩენა შეუძლია. უნდა თქვათ, რომ არ შეიძლება, ყოველდღე სახის ძვლებს ულეწავდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში" | ეკა დემეტრაძის მიმართვა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024